ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა

1

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კუბლაშვილის ახლობლები ადასტურებენ.ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის” იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში თაზო ბოჭოიძემ და მამუკა ბოჭოიძემ ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვეს
Öncəki yazı
Tbilisidə yaşayan evsiz vətəndaşlara xoş xəbər!