Another advertisement
მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ჩურჩხელის შესახებ ქართველი ვლოგერის გივიკო დიდიას ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეოს თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ჩურჩხელა ტრადიციული კავკასიური ტკბილეულია, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, სირიასა და კვიპროსზე.
TasteAtlas ყურადღებას ამახვილებს ჩურჩხელის მომზადების წესზეც და აღნიშნავს, რომ ძაფზე აცმული დაჭრილი ნიგოზი (რეგიონის მიხედვით თხილი, ნუში და ქიშმიშიც კი) შესქელებულ ყურძნის წვენში მრავალჯერ ივლება.
TasteAtlas იმასაც დასძენს, რომ ქართველ მეომრებს ძველად ჩურჩხელა, მისი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებიდან გამომდინარე, შორ გზაზე საკვებად მიჰქონდათ.