This is a specific ad

ქართველი კომპოზიტორის ნიკა მემანიშვლილის გამოსვლა ოპერის თეატრში

34

Another advertisement

ამასობაში ახალი სიმფონიური ნაწარმოები დავწერე და ხვალ მაქვს პრემიერა ოპერის თეატრში “პორშეს” ახალი მანქანის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სადაც ცხადია დამსწრე საზოგადოება საქართველოში “პორშეს” წარმომადგენლობის მიერ არის დაპატიჟებული.

ნაწარმოებში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ორი სოლო პარტიაა: ჩელო, რომელსაც ასრულებს უმაგრესი ლიზი რამიშვილი და ფორტეპიანო, რომელსაც ასრულებს უმაგრესი გიორგი გიგაშვილი.

ნაწარმოები სამ ნაწილიანია და შექმნისას ვფიქრობდი აფხაზეთზე. ბავშვობის წლები გუდაუთაში მაქვს გატარებული და ომის რომ დაიწყო მე და ჩემი ოჯახის წევრები თბილისისკენ მომავალი მატარებლის უკანასკნელ რეისს გამოვყევით შიშისა და მძიმე მომავლის განცდით.

მე მაშინ 9-10 წლის ვიყავი და ეს მგზავრობა სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში… დროდადრო სულ ვფიქრობ როგორი განცდა მექნება კვლავ მატარებლით უკან დაბრუნებისას და სწორედ ეს განცდა შევეცადე გადმომეცა ამ ახალი ნაწარმოების ფინალში…ჩემს ერთგულ გულშემატკივრებს პირობას ვაძლევ შემოდგომაზე კვლავ შევასრულებთ ჩემს ახალ ნაწარმოებს, რათა ყველას, ვისაც სურვილი ექნება, მოისმინოს და გაიზიაროს მუსიკით გადმოცემული ჩემი სამყარო, სადაც არის ბავშვობის ინფანტილური მოგონებები, ტკივილი, სევდა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების იმედი.როგორც ყოველთვის ახლაც უპირველესად უპირობო გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას, რაც დარწმუნებული ვარ დასაბამი იქნება ჩვენი და აფხაზეთში მყოფი ხალხის შერიგების და საქართველოს გამთლიანების!

დიდი მადლობა “პორშეს” წარმომადგენლობას, ელენეს და მიშას, მარინა ბერიძეს ამ ინსპირაციისთვის, ჩემს საოცარ გუნდს: ნინას, ერეკლეს, სანათას, ნიკუშებს, გიორგებს, დათოს, ასევე ილია ინაიშვილს ორკესტრთან მუშაობაში დახმარებისთვის, შეუდარებელ ლიზის და გიორგის და რაც მთავარია ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებს, ჩემს უძვირფასეს კოლეგებს და მეგობრებს ორ რეპეტიციაში ახალი ნაწარმოების შესწავლა და შესრულება რომ მოახერხეს, რა ბედნიერებაა ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების იმედად რომ შემიძლია არსებობა ამ ნაცრისფერ სამყაროში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქართველი მოჭიდავე გველესიანი ჩემპიონია!!მესამე ოქრო ევროპის ოლიმპიურ თამაშზე
Öncəki yazı
დიანა ხონელიძე, რომელმაც სამშობიაროში მიტოვებულ ჩვილზე თავდაპირველი ინფორმაცია გაავრცელა, მორიგ პოსტს აქვეყნებს