This is a specific ad

ქალმა ოცნება 94 წლის ასაკში აიხდინა და ავტომრბოლელი გახდა

30

Another advertisement

ამერიკელი დონა მედოქსი უკვე ათწლეულებია, პროფესიონალი ავტომრბოლელის კარიერაზე ოცნებობს. მანქანას ის ახალგაზრდობიდანვე მართავს, მაგრამ იპოდრომზე ბედი არასდროს გამოუცდია. 94 წლის ასაკში კი მედოქსის ოცნება საბოლოოდ ახდა – ფერარის მარკის სპორტული ავტომობილით მან 250 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

დონას დებიუტი მიჩიგანის საერთაშორისო იპოდრომზე შედგა. მას პროფესიონალ მრბოლელთა გუნდი დაეხმარა. სწორედ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულთა სახლში მცხოვრები მედოქსის ოცნება აეხდინათ, როდესაც მის ცხოვრებისეულ მისწრაფებაზე შეიტყვეს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ავტომობილი და სიჩქარე ჩემი ორი მთავარი გატაცებაა. ხანდაზმულთა სახლში ვცხოვრობ და ერთხელაც ჩემი ოცნება სურვილების ყუთში მოვათავსე. გულისხმიერი და კეთილი ხალხის დახმარებით კი ის მალევე რეალობად იქცა”, – ამბობს დონა ინტერვიუში.

Kateqoriya: Dünya, İdman, Maraqlı
Sonrakı yazı
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავის შეხედულებებს გაუზიარებს
Öncəki yazı
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა