This is a specific ad

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას მარნეულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

15

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამილა ბარკალაიამ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ – თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა – კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა – კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციაო შეხვედრები, კამპანიის „გავერთიანდეთ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“ ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის გენდერული საბჭოსა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

,,მისასალმებელია, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია საქართველოს მასშტაბით ჩვენი მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რომ მსგავს ფორმატში, შეგვეძლო, განგვეხილა, ჩვენს მუნიციპალიტეტში გენდერული ჭრილში არსებული საჭიროებები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, ხშირად ვატარებთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით როგორც გასვლით, ისე ადგილზე საინფორმაციო შეხვედრებს, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, რათა მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და სხვა. ჩვენთან საკრებულოში გვაქვს გენდერული განყოფილება, რომელიც სისტემატურად ატარებს ფოკუს ჯგუფებს, სწავლობს ადგილობრივების საჭიროებებს.

ჩვენი მიზანია, დავიცვათ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის უფლება, განსაკუთრებით კი ქალების. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივად შევიმუშავეთ გენდერული ბიუჯეტი, რათა ადგილობრივების საჭიროებები ამ მიმართულებით გადაიჭრას”- განაცხადა ამირან გიორგაძემ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

Kateqoriya: Marneuli
Sonrakı yazı
სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან
Öncəki yazı
TƏLƏBƏLƏRİN NƏZƏRİNƏ!