This is a specific ad

ქალაქ თბილისის საკრებულოში, ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებას შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზურაბ ფანგანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

50

Another advertisement

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ ჩაატარა. კამპანია ინოვაციური ხასიათის იყო და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით მოხდა. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა ბუკლეტები. ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები სამ ენაზე ჟესტური ენის თარგმანით და სპეციალური ბუკლეტები ბრაილის შრიფტით. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

პროექტის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია, მერიის სოციალური სერვისების შესახებ მეტი ინფორმირებულობა და შშმ პირების ჩართულობა, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში წარმოადგენდა.

აღნიშნული კონკურსის შესახებ მარნეულის მერიამ საინფორმაციო მასალები თბილისში შემაჯამებლ ღონისძიებაზე დამსწრეებს წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე პროექტში ჩართული სხვა მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული შედეგები და მიღებული პრაქტიკის კარგი მაგალითები იყო წარმოდგენილი .

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლოდ საკვები პროდუქტების გადაცემას გეგმავს
Öncəki yazı
Tbilisidə Azərbaycanla Ermənistan arasında sülh sazişinə dair məsələ müzakirə edilib