Another advertisement
ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ავტობუსის მოსაცდელში შევარდა სადაც მგზავრი იჯდა,რომელიც ტრანსპორტს ელოდებოდა.
თვითმხილველების თქმით, მას ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.
თვითმხილველების თქმითვე ავარიაში მოყოლილი ერთ-ერთი მანქანა მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის.