This is a specific ad

ქალაქი, რომელიც მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს – იქ აწი მხოლოდ 2024 წლის 23 იანვარს გათენდება

53

Another advertisement

თუ სიბნელის გეშინიათ, შეერთებული შტატების ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქი უტკიაგვიკში ალასკაში, რომელიც ადრე ბაროუს სახელით იყო ცნობილი, შესაძლოა თქვენთვის არამიმზიდველი გახდეს, განსაკუთრებით, მინიმუმ მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რადგან ის ახლა იწყებს სიბნელის 66-დღიან პერიოდს, რომელიც პოლარული ღამის სახელით არის ცნობილი.

უტკიაგვიკის მცხოვრებლებმა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 4000-ს შეადგენს, 2023 წელს მზე ბოლოჯერ 19 ნოემბერს იხილეს და მის ნახვას 2024 წლის 23 იანვრამდე ვეღარ შეძლებენ.

ეს იმიტომ, რომ უტკიაგვიკი მდებარეობს არქტიკული წრის ჩრდილოეთით. დედამიწის ღერძის დახრის გამო კი ის ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში ბნელდება, თუმცა არა მთლიანად. დღის გარკვეულ საათებში ქალაქში ბინდის მსგავსი ხილვადობა მაინც იქნება შენარჩუნებული.

ეს ქალაქი არ არის ერთადერთი ალასკაში, რომელშიც მსგავსი რამ ხდება, მაგრამ ის პირველია „პოლარული ღამის მდებარეობის სიაში“ იმის გამო, რომ ის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
20-22 noyabr tarixlərində gözlənilən hava şəraiti – PROQNOZ
Öncəki yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა