This is a specific ad

ფუზული – “აღმოსავლური პოეზიის მზის” 530-ე წლისთავი

48

Another advertisement

ფუზული (1494 – 1556) შუა საუკუნეების დიდი აზერბაიჯანელი პოეტი. ფუზულს მდიდარი მემკვიდრეობა მოიცავს 3 ლირიკულ კრებულს, პოემებს და პროზაულ თხზულებებს. მისი მაღალმხატვრული პოეზია გამოირჩევა უშუალობით, ემოციურობითა და ღრმა ლირიზმით. ფუზულის ლირეკა რელიგიურ, ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ საკითხებსაც ეხება. ამ, მართლაც, ბრწყინვალე პოეზიამ ფუზულს „აღმოსავლური პოეზიის მზის“ სახელი დაუმკვიდრა. ფუზულის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია ლირიკულ-ეპიკურუ პოემა „ლეილი და მაჯნუნი“ რომელიც სუფიურ-მისტიკური მსოფლმხედველობითაა გამსჭვალული და დღემდე დიდი ინტერესით იკითხება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გენიალური მოაზროვნის დაბადებიდან 530-ე წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წელი აზერბაიჯანში ფუზულის წლადაა გამოცხადებული.

გთავაზობთ დიდი აზერბაიჯანელი პოეტის რამდენიმე რუბაისა და მუსედდეს გამოჩენილი და გამორჩეული პოეტის ზეზვა მედულაშვილის (ორიგინალიდან) თარგმანში.

 

 

* * *

ჰოი, ფუზული, საფუძველი ბრძენთა ყადრისა,

არარად იქცა, ცოდნის ცონა უნდა არვისა,

სწორედ ამიტომ არის ბევრი გამგონ-მნახველი,

არავისა აქვს ჩვენს მხარეში ბრძენის სახელი.

 

* * *

ცოდნის, ზრდილობის, განათლების მოსაპოვებლად

ჯაფა გავხარჯე რაოდენი, უწყის დროებამ.

ხალხმა გამიგო უკუღმართად სურვილი და ცდა,

მისთვის დავირქვი მე ფუზული წინაშე კაცთა.

 

* * *

ქვეყნად მარადი შვებისა და სიამის ღვინოს

მხოლოდ ლექსის მჭდე თუ მოგაწვდის, რომ მოგალხინოს, ამ ქვეყნად მხოლოდ სიტყვის დვრიტა არის მარადი,

სხვა ყველაფერი წარმავალი და წარმადი.

 

* * *

კაცსა, ვის გული დადაგული არა აქვს დარდით,

ვით მოვუძებნო მე ლექსებში სიტკბო და ყანდი!

შვება, სიამე, სიმშვიდე და ლხენა-განცხრომა

მადლს ვერ დაატანს ლექსს, ვერ გხდის სულის მაცხოვრად.

ლექსი დიდი და ჭეშმარიტი მაშინ იქნება,

თუ შვა ტკივილმა, თუ შვა დარდმა, თუ შვა ფიქრებმა.

 

* * *

თუ კაცს ბუნებით სდევს სიავე და ცბიერება,

მას მართლმორწმუნედ ვერ მოაქცევს მეცნიერება,

თუნდ ოქროს წყალშიც ამოავლო, რიყის ქვის ფასი

ისევ არ არის, არ გახდება ბადახშის მსგავსი.

თუთიყუშიც კი იზპირებს სხვის ნათქვამ სიბრძნეს,

მაგრამ ხომ ვიცით მისი ჭკუის განიც და სიგრძეც.

 

აზერბაიჯანულიდან თარგმნა

ზეზვა მედულაშვილმა

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Parlament qalmaqallı qanun layihəsini ilk oxunuşda qəbul edib
Öncəki yazı
Tbilisidə Azərbaycan-Türkiyə-Gürcüstan üçtərəfli hərbi əməkdaşlığı müzakirə edilib