Another advertisement
ფერეიდანში ძირითადად გავრცელებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი, სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი), ლორქოში.
ფერეიდნელების განმარტებით, ყურძნის ჯიშს _ “ფურის ძუძუს” _ “იმიტომ ვუწოდებთ, რომ ყურძნის მარცვალი წყლიანია და დიდი თითის ოდენააო”. “დიდ თითს” კი ფერეიდენელები ცერს ეძახიან.
ირანში ყურძენი მთლიანად ბაზარზე გადის და ის ძალიან იაფიცაა. საქიშმიშედ ფერეიდნის ყურძენი ნაკლებად გამოდგება. ამიტომ ყურძენს, რაც პირდაპირ სახარჯოდან გადარჩებათ, ინახავენ ჯაგნებით საზამთროდ. აგრეთვე,
მას წურავენ, ტკბილს ადუღებენ, სანამ ნახევარზე არ დადგება.
ასე მომზადებულ სასმელს ეძახიან “შირას” და ხმარობენ ზამთრობით.