• 21 Fevral 2025 14:03

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

ფაშა გელბინურის შემოქმედება

ByTürkan Şahverdova

Fev 19, 2025
Another advertisement

ფაშა გელბინური – თანამედროვე აზერბაიჯანელი პოეტი, პროფესორი; ავტორია რამდენიმე პოეტური და პუბლიცისტური წიგნისა; მის ლექსებზე შექმნილია არაერთი სიმღერა; იგი ამავე დროს ეწევა მეცნიერულ მოღვაწეობას, ამერიკის ოფტოლმოლოგიის აკადემიის მანდვილი წევრი და მსოფლიო თურქ ოფტოლმოლოგთა გაერთიანების თანათავმჯდომარეა.

მე თქვენთან მოვალ

მე თქვენთან მოვალ, უცილოდ მოვალ? როგორც ნისლი და როგორც ზმანება. როგორც გვიანი სიყვარული დ

წასული წლები დამენანება.

მოვალ ავდარში მოულოდნელად, მთლად გაწუწული გეწვევით სტუმრად. მე თქვენთან მოვალ უჩიმრად, უხმოდ, მერე ავდგები წავალ უჩუმრად.

შემოდგომა

ფაიზივით მოკაზმულხარ,

თვალებში კი სევდა გიკრთის.

მახსოვს შენი სიყმაწვილე,

ბავშობაც და სიჭარმაგეც

აქ თავს იყრის…

მეგობართა ერთგულება

ძაღლის გულსაც კი ვერ გასწვდა.

ვულკანმაც ვერ აალა,

სიყვარულის კაჟი გაცვდა…

ფაიზივით მოკაზმულხარ,

თვალში სევდა გიკრთის სიყრმის.

მახსოვს შენი სიყმაწვილე,

ბავშობაც და სიჭარმაგეც აქ თავს იყრის…

იმ ღაჟღაჟა ლამაზ ლოყებს

დამჩნევია რაღაც ხალი.

დედის რძე არ შეგშრობია,

და ლეღვივით გარხევს ქარი…

მორთულხარ, ვით შემოდგომა, ფოთოლივით გითრთის გული.

გუშინ იყო სიყმაწვილე,

გაქრა როგორც თვალის რული.

მატარებლის მზგავსად მიდის

ეს ცხოვრება,

შამქორიდან ბაქოსაკენ

წამიოყვანე,

დამიბრუნე სტუდენტობა,

კვლავ ვიცხოვრო,

მომეც ნება.

თვითფრინავში გაილია

ჩემნი დღენი.

რაც მაქვს, ხომ მაქვს. შურიანმა წარიტაცა დანარჩენი…

შემოდგომას გაუყვითლდა

წამწამები.

უღმერთოთა წაიღეს ის,

რაცა მქონდა უფლის ნებით…

ჩემი ბევრი წარმატება,

გამარჯვება ერთობ მყარი

გაქრა, როგორც მოჩვენება,

ის რაც იყო, აღარ არი.

მივიღე

გიშრის კრიალოსანი, რომელსაც თითის წვერით წვრილად

წააწერე შენი სახელი…

და გამახსენდა

სურნელოვანი ჩემი დღეები…

გიმხელ გამხელილს…

დაბლოკილია

ტელეგრაფები და ვაცაპები,

ჩემი ფიქრის და

ოცნების გარდა

დაკეტილია სულყველაფერი. ტრანსპორტი გახლავს

მხოლოდ ვირუსი,

დრო – ჭიანჭველა ამხედრებული…

და მე სივრცეებს ვხედავ განფენილს…

***

ვაცაპზე, სადაც შენი სახელი მეწერა უწინ,

ახლა სახლივით ცარიელია,

შენი სახელი

იძირება ტიტანიკის განწირული ვინმე მგზავრივით და მიდის, მიდის

სულ ქვევით, ქვევით…

ფსკერზე ლივლივებს ოკიანის წყალი, როგორც

დიდი ვნებები…

სანამ დადნება დასველდება მოგონებები…

ახლა ტირილსაც

ვეღარ მოასწრებ.

და რომც იტირო

ოკიანის მლაშე წყალში

ცრემლი ვეღარ დაიწმინდება.

არავინ არის

რომ გაიგოს

SOS!!!-ის სიგნალი.

ყინულის ზოდებს

შენ მიანარცხე

ეს ჩვენი გემი.

მე კი ვერ ვკვდები,

საამისო დროც აღარა მაქვს!…

და ასე ყოფნაც ხვედრია ჩემი…