Another advertisement
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილეები: ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია, კახა კობერიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, იმ საარჩევნო ტექნოლოგიებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საპარლამენტო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენებს და ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოეცადათ ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.