This is a specific ad

ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

50

Another advertisement

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ერთი პირი.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, უკა­ნო­ნო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში, კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ სა­ამ­ქრო­ში, სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­მელ­შიც გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იყე­ნებ­და სო­ი­ოს და­ნა­მატს.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი­დან და სა­ამ­ქრო­დან სრუ­ლად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 197-ე მუხ­ლით ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 1-დან 3 წლამ­დე ვა­დით.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Salome Zurabişvili “Seçki məcəlləsinə dəyişiklik” məsələsinə veto qoyacaq
Öncəki yazı
Türkiyədə Çinin xeyrinə cesusluqda şübhəli bilinən 6 nəfər həbs edilib