ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის აეროპორტში რეისების ნაწილი გადაიდო.
ქუთაისის აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ასევე, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია აეროპორტის შიდა ნაწილი. წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას.
ბათუმის მე-18 ბაღთან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია 5 ავტომობილი. წაქცეულია ელექტრობოძიც, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.