This is a specific ad

უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სამი რაკეტა, რომლითაც რუსეთმა თავდასხმა განახორციელა

47

Another advertisement

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა სამი რაკეტითა და 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელეს. როგორც მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, ყველა მათგანი განადგურებულია.

უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება უკრაინულმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავის, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში მოახერხეს.

პოლტავის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, „შაჰედის“ ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები და მანქანები დააზიანა დნეპროპეტროვსკის ოლქში.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
სადახლოში 16 699.51 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
Öncəki yazı
ტაქსის ლიცენზია მთელ საქართველოში სავალდებულო იქნება