Another advertisement
უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ პირველი სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
„მოხარული ვარ, რომ უკრაინის კარგ მეგობარს იენს სტოლტენბერგს ვესაუბრე. ჩვენ პირდაპირ საქმეს შევუდექით: გაზრდილი და უწყვეტი სამხედრო დახმარება უკრაინას, სამხედრო მრეწველობის გაზრდა და უკრაინულ იარაღში ინვესტიციების ჩადება. მე აგრეთვე დავადასტურე, რომ უკრაინა აგრძელებს თავის გზას ნატოსკენ“, – დასძინა სიბიგამ.
როგორც უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას დასავლური იარაღის რუსეთში მდებარე კანონიერი სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების შეუზღუდავი უფლება ჰქონდეს.