Another advertisement
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
„რვავე „შაჰედი“ განადგურდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მიერ“, – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.