This is a specific ad

“უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ” – პესკოვი

20

Another advertisement

ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მკაცრს კრი­ტე­რი­უ­მებს ვერც უკ­რა­ი­ნა და ვერც მოლ­დო­ვა ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, – ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის ან ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

“ევ­რო­კავ­შირს ყო­ველ­თვის ჰქონ­და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ამ დრო­ის­თვის აშ­კა­რაა, რომ ვერც უკ­რა­ი­ნა და ვერც მოლ­დო­ვა ამ კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი ახლა „თა­ვის ის­ტო­რი­ა­ში არ­ცთუ სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი უდ­გას“, რო­გორც ბლო­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით და ცხა­დი ხდე­ბა, რომ კი­ევ­თან და კი­ში­ნი­ოვ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია.

„ევ­რო­კავ­ში­რის სურ­ვი­ლია ამ გზით გა­მო­ხა­ტოს მხარ­და­ჭე­რა ამ ქვეყ­ნე­ბის მი­მართ მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევ­რებს რე­ა­ლუ­რად ევ­რო­კავ­ში­რის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია შე­უძ­ლი­ათ“, – აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის თქმით, რუ­სე­თი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს იმას, რაც ხდე­ბა, რად­გან ის იმა­ვე კონ­ტი­ნენტზეა, რო­მელ­ზე­დაც ევ­რო­კავ­ში­რი.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ღაზაში ალ ჯაზირას ჟურნალისტი მოკლეს – რა დეტალები ხდება ცნობილი?
Öncəki yazı
ქუვეითის ამირა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა