Another advertisement
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა.
აფხაზეთიდან დევნილი ჭანია აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე იყო. ის იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელიც.
უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა. თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა.
გადმოსვენების შემდეგ ჭანიას საოკუპაციო ხაზთან, სამხედრო პატივით, მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.
არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში 62 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.