This is a specific ad

უკრაინას ნატოში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება — სტოლტენბერგი

47

Another advertisement

„შევთანხმდით, რომ უკრაინას ალიანსში მოვიწვევთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება“, — ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის პირველ დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე უკრაინის ნატოსთან დასაახლოებლად:

მრავალმხრივი დახმარება უკრაინისთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მშენებლობის და კრიტიკული საჭიროებების შესავსებად.ნატო-უკრაინის საბჭო, სადაც მხარეები თანასწორნი იქნებიან.

უკრაინა გახდება ნატოს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე.გარემოებებს შორის, რომელიც ხელს უშლის უკრაინის მოწვევას ახლავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაასახელა, ერთი მხრივ, მიმდინარე ომი, მეორე მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თავსებადობის საკითხი, კარგი მმართველობისა და კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გასატარებელი რეფორმები

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – “ნუ წაართმევ ბავშვობას” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა- გამარჯვებული მაიხოშ ჰუსეინოვა გახდა
Öncəki yazı
ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს