აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი , აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი . აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი დაიბადა 1885 წლის 17 სექტემბერს სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად. სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში. ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ „ლეილა და მეჯნუნი“ საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ასლი და ქერემი“ „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“ (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „ქოროღლუ“ ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ „ეს თუ არა, ის“ „არშინ მალ ალან“ აღსანისნავია რომ ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, მიიღო. ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 — სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა „სამშობლო და ფრონტი“, რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: „სენსიზი“ („უშენოდ“) და „სევგილი ჯანანი“ („სატრფო“). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა. 1945, სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. უზეირ ჰაჯიბეკოვი 1948 წლის 23 ნოემბერს ბაქოში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქ. ბაქოში საატიო ხეივანში.
-