დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2028 წელს ის კვლავ იყრის კენჭს.
შესაბამისი განცხადება 78 წლის ტრამპმა Sinclair Media Group-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებს თუ არა ის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას.
„არა, ვფიქრობ, ამით დავამთავრებ. ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. მაგრამ იმედია, რომ ძალიან წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.
BBC-ს ცნობით, აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტებს ორ ვადაზე მეტით მსახურება არ შეუძლიათ, ამიტომ, ტრამპი 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობას წელს გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.
ამასთან, CBS-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისს 52% უჭერს მხარს, რესპუბლიკელ ტრამპს კი 48%.