Another advertisement
ტექინსპექტირების ფასი სავარაუდოდ 50%-ით გაიზრდება.
ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირში ამბობენ, რომ 5 წლის წინ დაწესებული ტარიფით, მოქმედ კომპანიებს სერვისცენტრების გადაიარაღება და კადრების შენარჩუნება უჭირთ.
ფასის ზრდაზე კი მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დაწყებულია.