This is a specific ad

ტერორისტული დანაშაულის ბრალდებით კახეთსა და ქვემო ქართლში 2 პირი დააკავეს

50

Another advertisement

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კახეთსა და ქვემო ქართლში ორი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფეთქებადი ნივთიერებები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები.

კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბაჩა მგელაძის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას გეგმავს
Öncəki yazı
Kaxeti və Kvemo Kartlidə terror cinayəti ittihamı ilə 2 nəfər saxlanılıb