This is a specific ad

სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს… ” – როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

18

Another advertisement

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ პოტს წერს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს. “ამ­ჟა­მად ხში­რია დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კუ­რორ­ტებ­ზე. დი­ა­რე­ად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა დღე­ში 3-ჯერ ან მე­ტად თხი­ე­რი გა­ნავ­ლით. რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა დი­ა­რე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით: პირ­ველ რიგ­ში, დი­ა­რე­ის დროს ნუ მი­ვი­ღებთ ან­ტი­ბი­ო­ტიკს, თუ არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ნავ­ლის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და არ და­დას­ტურ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია “ბი­სეპ­ტო­ლის” მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ზოგს ან­ტი­დი­ა­რე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გო­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ერთ-ერთი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია და მისი მი­ღე­ბა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბით უნდა მოხ­დეს. დი­ა­რე­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ე­რი­დოს უმი ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბას, გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ბა­ნა­ნი. სა­სურ­ვე­ლია მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა (ცხა­დია, ზო­გა­დად, მა­რი­ლი მავ­ნეა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა დი­ა­რე­ის დროს ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რად­გან მა­რი­ლის შევ­სე­ბას ახ­დენს და ამა­ვე დროს, ზრდის სი­თხის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას). დი­ა­რე­ის დროს უნდა მო­ვე­რი­დოთ ალ­კოჰოლს, ცხა­რე საკ­ვებს, რძეს და რძის პრო­დუქ­ტებს, ყა­ვას. მთა­ვა­რია სი­თხის ადექ­ვა­ტუ­რად მი­ღე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს იღებს, არა­ვი­თა­რი “გა­დას­ხმა” არ ჭირ­დე­ბა. ზა­ფხულ­ში საკ­ვებ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა ად­ვი­ლად ხდე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyəli nazir: “Bakı-Tbilisi-Qars dəmir yolu xətti tam yenilənir”
Öncəki yazı
რა როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორს დაავადების დამარცხებაში და არის თუ არა “კავკასიური გენი” უფრო ძლიერი?