This is a specific ad

სტრეპტოციდი, ნოშპა და ციტრამონი – ეფექტურია, თუ არა ადრინდელი მედიკამენტები კვლავ?

56

Another advertisement

ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ უკმაყოფილო პაციენტების ნათქვამი, ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვთო. ისიც გვსმენია, რომ ექიმის დანიშნული წამლებისგან ზოგიერთი საერთოდ არაფრის მომცემი არ არისო. ამიტომ ზოგს მხოლოდ ადრინდელი და კარგად ნაცნობი მედიკამენტების სჯერა. წამლებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს კითხვები და ამჯერად სწორედ ზემოხსენებულ კითხვებზე გაგვცემს პასუხს “სახალხო აფთიაქის” პარმაცევტი ნანა ხურციძე.

– ხშირად გაგვიგია გამოთქმა, “ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვს”. შეიძლება პრეპარატი იმდენად უხარისხო იყოს, რომ შედეგი საერთოდ არ მოგვიტანოს?

– სწორედ დღეს მოვემსახურე მომხმარებელს, რომელმაც შემომჩივლა, რომ უკვე ორი კვირაა, ექიმის დანიშნულ წნევის დამწევ წამალს სვამს და შედეგი არა აქვს. წამალი, რომელსაც ღებულობდა, არის 24 საათიანი მოქმედების, მიიღება დილით უზმოზე, არის საუკეთესო ხარისხის. ჩავეძიე და აღმოჩნდა, რომ წამალს კი არ ყლაპავდა, ღეჭავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასე ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებდა. სინამდვილეში კი, წამლის დაღეჭვა ხელს უშლიდა მის 24-საათიან მოქმედებას, არადა ეს მომხმარებელი სწორედ ასე ამბობდა, ამ წამალს ძალა არა აქვსო…. მინდა გითხრათ, რომ წამლის ძალა დამოკიდებულია მისი მიღების წესის ზედმიწევნით დაცვაზე, მკურნალობის კურსის სრულყოფილად ჩატარებაზე, ასევე შესაძლებელია, ერთდროულად მიღებულმა წამლებმა ერთმანეთის ეფექტი შეამცირონ, მაგალითად, რკინის და კალციუმის პრეპარატის ერთად მიღება ხელს უშლის ორივეს ათვისებას.

რაც შეეხება ხარისხსს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წამლის ხარისხი, მოქმედების სისწრაფე დამოკიდებულია მისი დაზადების ტექნოლოგიაზეც. მაგალითად – ორი ერთნაირი წამალი, ერთი გამოდის ტაბლეტის ფორმით, მეორე კი – კაფსულის და კაფსულაში წამლის მოქმედი ნივთიერება მიკრონაწილაკებად არის დაყოფილი. ნაწლავებში მოხვედრისას, რა თქმა უნდა, მეორე უფრო სწრაფად შეიწოვება სისხლში და უფრო ეფექტურად იმოქმედებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ოჯახი, ფული, ღალატი – სიტყვები,რომლებიც ქართული გვგონია, თუმცა სინამდვილეში უცხოური წარმოშობისაა
Öncəki yazı
ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა – მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა