სტატუსს და წევრობაზე მოლაპარაკებებს შედეგად მოჰყვება უკრაინის EU-ში გაწევრიანება | ზელენსკი

17

Another advertisement

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიდნის რევოლუციის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ 10 წლის წინ უკრაინელებმა დაიწყეს პირველი კონტრშეტევა “უკანონობის წინააღმდეგ, ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის წინააღმდეგ. ჩვენი დამორჩილების წინააღმდეგ”. 

მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა გაირა დიდი გზა და რომ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არ არის მხოლოდ დეკორაცია, ეს არის უკრაინის ევროპისგან განუყოფლობის ნამდვილი სიმბოლო, რასაც უკრაინელი ერი და უკრაინული სახელმწიფო ამტკიცებს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

“ყოველწლიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ვარსკვლავი ანათებდეს ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების წრეში, რაც ევროპის ხალხების ერთიანობის სიმბოლოა. უკრაინის ვარსკვლავი.

20 წლის წინ ეს იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ ეს იყო ამბიციური მიზანი, დღეს კი რეალობაა, რომელშიც უკვე შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და ყველა სავალდებულო ეტაპის დასრულების შეჩერება. ამიტომ, კანდიდატის სტატუის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი აუცილებლად იქნება უკრაინის სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით უკრაინელებს აქვთ ღირსება და არ დაუშვებენ, რომ თავისუფლება წაართვან – “იმიტომ, რომ ღირსება რომ არ დავკარგოთ, თავისუფლება უნდა დავიცვათ”.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ჩეხეთი EU-ს სთავაზობს აკრძალოს რუსი დიპლომატების თავისუფლად გადაადგილება შენგენის ზონაში | მედია
Öncəki yazı
არსებული ინფორმაციით, ორთაჭალაში ბავშვს სატვირთო მანქანა დაეჯახა