This is a specific ad

სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის

106

Another advertisement

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საქმიანი გამოცდილების შეძენა, საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სურვილის მიხედვით 1-დან 12 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://sites.google.com/view/oneplusfour

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 17 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე – https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80222?active=1

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“1+4 proqramı”nı bitirənlərə dövlət idarələrində iş təcrübəsi təklif olunur
Öncəki yazı
İrana rədd cavabı verildi