აჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ოპერაცია იწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე ერთისასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა, მეორე ვერტმფრენს კი ადგილზე წუთი-წუთზე ელოდებიან. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა. ამასთან, არსებული ცნობით, მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. მეწყერი შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვთან” ჩამოწვა, რამაც ათობით ადამიანი მოიყოლა. გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, რომ მეწყრულ ზონაში, სასტუმრო “სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფება და ყველა მათგანი ” ცოცხალი და საღსალამათია”
-