This is a specific ad

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება შვეიცარიაში წმინდა წიგნ – ყურანის მიმართ ჩადენილ შეურაცხმყოფელ ქმედებასთან დაკავშირებით

15

Another advertisement

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება შვეიცარიაში ყურბან ბაირამის დღეებში წმინდა წიგნ – ყურანის მიმართ ჩადენილ შეურაცხმყოფელ ქმედებასთან დაკავშირებით.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებული ანტიისლამური ქმედება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამჩენი ალლაჰი ბრძანებს: „ჰეი შუამავალო! ჩვენ რომ გარდმოგვევლინა ეს ყურანი მთაზე, უთუოდ, ნახავდი მას შეძრწუნებულს, ჩამოქცეულს ალლაჰის შიშისგან. ეს იგავები მოგვაქვს ხალხთათვის, ეგების დაფიქრდნენ ეგენი!“ (სურა ჰაშრი, 21) უკანასკნელი ზეციური წიგნის – ყურანის კვლავ დაწვა ადამიანობისგან შორს მყოფი და მიუღებელი ქმედების კიდევ ერთი გამოვლინებაა. სამწუხაროდ ამჯერადაც ეს ხდება მსოფლიოს წინაშე ცივილურობის, თავისუფლებისმოყვარე ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ღირებულებების ჭრილში მოასპარეზე წამყვან ევროპულ ქვეყანაში. მით უმეტეს ცოტა ხნის უკან შვეიცარიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ და პოლიციამ აღნიშნული აქტის აღსაკვეთად ვერანაირი საფუძველი ვერ დაინახა. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში მცხოვრები მუსლიმები სისტემატურად დამცირების, ულტრანაციონალიზმისა და ისლამილოფობიის პირისპირ რჩებიან. მიზნებისთვის წმინდა წიგნ – „ყურანის“ წინააღმდეგ ჩადენილი შეურაცხმყოფელი ქმედებები ამის ნათელი მაგალითია. ცხადია, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან მსოფლიოში მცხოვრები მილიარდ ნახევარზე მეტ ისლამის რელიგიის მიმდევრებისა და ისლამის მიზანში ამოღება, მათ სენსიტიურ გრძნობებზე მსგავსი ქმედებებით შეხება, მიზანმიმართულია საერთაშორისო მასშტაბით ექსტრემიზმის წახალისებისა და ტერორიზმის გაღვივებისკენ, რასაც არ დავუშვებთ. მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას გავერთიანდეთ მსგავსი უპასუხისმგებლო და პროვოკაციული დანაშაულების წინააღმდეგ, მკაცრად დავგმოთ მომხდარი და პროვოკატორთა მზაკვრული მიზნების აღსაკვეთად სოლიდარობა გამოვიჩინოთ! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობთ რელიგიური ღირებულებებისა და ატრიბუტების შეურაცხმყოფელ ფაქტებს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
8 ივლისს ხაიალა მუსტაფაევას ინდივიდუალური მხატვრული გამოფენა გაიმართება
Öncəki yazı
İşğal olunmuş Abxaziya Xarici işlər naziri Şimali Kiprə səfər edib