Another advertisement
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორ მუღანლში ადგილობრივ მცხოვრებზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი უკვე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, 10-მდე პირმა მამაკაცს ხელები შეუკრა, შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სცემა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ხოლო დაზარალებულის ახლობლების თქმით შემთხვევა ბიზნეს ინტერესებით იყო განპირობებული.