ალგაზრდა წყვილი – სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი მეორე წელია, რაც საცხოვრებლად თბილისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში გადავიდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აქტიურად ეწევიან – უვლიან ბოსტანს, მოჰყავთ სიმინდი. სალომეს განათლება ტურიზმის მიმართულებით აქვს მიღებული და ამ სფეროში სამუშაო გამოცდილებაც აქვს. ირაკლი ფინანსისტია, თბილისში, სხვადასხვა კომპანიაში ტოპ-მენეჯერად მუშაობდა, თუმცა მიატოვეს ქალაქური ცხოვრება და სოფლად გადასახლდნენ. დიდი გეგმები აქვთ, რის განსახორციელებლადაც ენერგიას არ იშურებენ.
Enter
You sent
Enter
You sent
– სამეგობრო, ახლობლები როგორ აფასებენ თქვენს ამ ნაბიჯებს? სალომე: – ჩამოდიან, ხან ვინ გვსტუმრობს, ხან – ვინ. ნათესავები, მეგობრები, უცხოებიც, – ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მით უფრო, მათთვის, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს. – საქმიანობის წარმართვას და განვითარებას აგროტურიზმის მიმართულებით ხომ არ აპირებთ? ირაკლი: – ვაპირებთ. ტურისტს, რომელიც ჩვენთან ჩამოვა, საშუალება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ბოსტანში იმუშაოს… გვინდა, ამ იდეით დაინტერესებული ადამიანი უფრო მეტი გვესტუმროს. სალომე: – ამასთან, გარშემო იმდენი ლამაზი ადგილია, ვუმასპინძლებთ და ამ ადგილებსაც დავათვალიერებინებთ… ძირითადად ახლა გადართულები ვართ ეზოს გარკვეული მეთოდით მოწესრიგებაზე, – ანუ რა პროექტიც გვაქვს ჩაფიქრებული, ეს იმისთვისაა საჭირო. პროგრამირებასაც ვსწავლობთ… მოკლედ, ახლა ამ პროცესში ვართ.