This is a specific ad

სომხეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა პირადობის მოწმობით არის შესაძლებელი

53

Another advertisement

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ, ხელი მოეწერა ქ. ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს.

უწყების ცნობით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

“შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას “საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან არის ძალაში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ბრიუსელში, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართება
Öncəki yazı
15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა