This is a specific ad

„სკოლაში სწავლა დილით 10 საათზე უნდა იწყებოდეს” – ნეირობიოლოგების რეკომენდაცია, რომელიც ბავშვის ტვინის ფუნქციონირებას ეფუძნება

37

Another advertisement

სწავლის დაწყება, როგორც წესი, დილით ადრე გაღვიძებას უკავშირდება, რაც ყველაზე მტანჯველი მომენტია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.

ნეირობიოლოგებს მიმაჩნიათ, რომ ძალით გაღვიძებული და ჯერაც გამოუფხიზლებელი ბავშვი სკოლაში სათანადოდ ვერ ითვისებს ინფორმაციას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სწავლების დაწყების დრო არა ინფრასტრუქტურის მოხერხებულად ფუნქციონირებას, არამედ ტვინის მუშაობის რიტმს უნდა ეფუძნებოდეს.

რა თქმა უნდა, მოსწავლე ვერ ახერხებს ინფორმაციის აღქმას, როცა საკმარისად არ ეძინა. მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იქცევა ცოდნად, როცა ბავშვი კარგად იაზრებს მას.ნეირობიოლოგების თქმით, სასკოლო განრიგით განსაკუთრებით თინეიჯერი ბავშვები ზარალდებიან, რომლებსაც საღამოს ადრე დაძინება უჭირთ. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეები დეპრესიაში ვარდებიან და ზედმეტ ჭამას, მოწევას იწყებენ ხშირად იმის გამო, რომ მუდმივად ადრე ადგომით გაფუჭებული განწყობა როგორმე გაახალისონ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
AVRO-2024-ün seçmə mərhələsində V tura start verildi
Öncəki yazı
Salome Zurabişvili: “Mən heç yerə getmirəm, hesab edirəm ki, hamı mənim istefamla bağlı xəyalı unutmalıdır”