Another advertisement
სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა . შემთხვევა ქედელის დასახლებაში, ერთ- ერთ აგარაკზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც მასპინძელი სტუმრებისათვის სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, ტყვია მის მეგობარს მოხვდა.
კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პირი დაკავებულია.