This is a specific ad

სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

25

Another advertisement

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელის, მარია ხაზაროვას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, 4 ოქტომბერს, საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

 

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სერგეი შამბასთვის, 2024 წლის აგვისტოში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეს პირველი სამუშაო ვიზიტი იქნება”, – თქვა ზახაროვამ.

 

ზახაროვას თქმით, “მხარეები რუსულ-აფხაზური და რუსულ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხებსა და პრობლემებს განიხილავენ.“

 

სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე”, – განაცხადა ზახაროვამ.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე მოლაპარაკებებს გამართავენ – მედია
Öncəki yazı
მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე, ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის ხმის მიცემაზე, მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ აირჩევა – პაველ ჰერჩინსკი