This is a specific ad

სერგეი ლავროვი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა – დროა, გააცნობიერონ ომის ჩიხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს

50

Another advertisement

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა.

მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ.

„ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა და მოსპობდა ყველაფერს რუსულს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რეჟიმი აკონტროლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დროა, ნატო-მ და ევროკავშირმა გააცნობიერონ, რომ ომი, რომელიც მათ ზელენსკის რეჟიმის ხელით წამოიწყეს, ჩიხურ მდგომარეობაშია.

„თქვენ გესმით შეფასებები, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში საღი გონების პოლიტიკოსები აჟღერებენ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დროა გააცნობიერონ ომის სრული ჩიხი, რომელიც ზელენსკის რეჟიმის ხელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყეს”, – აღნიშნა ლავროვმა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
Öncəki yazı
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ხელმძღვანელი ჰუსეინ იუსუბოვი გამოეხმაურა