This is a specific ad

საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა – ირაკლი კობახიძე

46

Another advertisement

ბიუჯეტების ზრდა მოგვცემს ხელფასების ზრდის საშუალებასაც. საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო, ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10 %-იანი მაჩვენებლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1-ლი იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება.

„საბავშვო ბაღების პერსონალთან, სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს 1-ლი იანვრიდან სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის და იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც სტანდარტული ზრდის მიღმა 100 ლარით გაიზრდება 1-ლი იანვრიდან მათი ხელფასები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი საუკეთესო საჩუქარია ზურაბიშვილისთვის და ოპოზიციისთვისაც – გია ხუხაშვილი
Öncəki yazı
Ölkə sərhədində beynəlxalq sanksiyalardan yayınmağa cəhdlə bağlı faklar aşkar edilib