საჩვენოდ და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა. ამით ნიკოლოზ ბენიაიძე ფქვილის იმპორტზე დაწესებულ გადასახადს გამოეხმაურა, რომელიც ძალაში 12 ივნისს შევიდა. რეგულაციიდან თითქმის 3 თვის შემდეგ, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხორბლის კი, გაიზარდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ რეგულაციის დაწესების საფუძველი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები და წისქვილკომბინატების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ნორმების ამოქმედებას, რაც მათი თქმით, ფქვილის იმპორტს ისეთ ჩარჩოს შეუქმნიდა, რომ კონკურენციის თანაბარი პირობები ყოფილიყო. აღნიშნული საფასური ძალაში 5 თვე იქნება. რეგულაციიდან 2 თვეზე მეტია გასული, თუმცა მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე „ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის არაფერი შეცვლილა.
-