Another advertisement
29 აპრილს თბილისში, პარლამენტის მინდებარე ტერიტორიაზე სახელწოდებით ,,ენე მამული, სარწმუნოება,, სახალხო შეკრება გაიმართა. აქციას მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური, რეგიონალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აქციას ადგილობრივი ხელისუფლების მმართველი პირები: მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.