This is a specific ad

საქსტატი – ნოემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა

42

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა. ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
როდის შეგვიძლია თევზის მიღება შობის მარხვაში
Öncəki yazı
Gürcüstanın Çexiyadakı səfiri istefa verib