This is a specific ad

საქსტატი: ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0.1%-ია

53

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 5.1%-ით გაიზარდა. განათლება – 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 3.4%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.6%-ით, ტრანსპორტი კი – 2.5%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-4.3%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.5%) შემცირდა.  დასვენება-გართობა-კულტურა 2.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.7%-ით და და  ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.5%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც
0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.6%) და პირად ნივთებზე (5.6%).

საქსტატის მტკიცებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.4%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-11.7%), პურსა და პურპროდუქტებზე (-9.2%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.5%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-2.5%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7%).

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ძაღლთან ერთად მგზავრობაზე უარის გამო, მგზავრმა ტაქსის მძღოლს მანქანა დაუზიანა
Öncəki yazı
Bu şəxsiyyət vəsiqələrinin dəyişdirilməsi planlaşdırılır – ƏTRAFLI