This is a specific ad

საქართვლოში ერთ ულამაზეს მხარეში კერძოდ ხევსურეთში ლუდს მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ“

22

Another advertisement

რამდენიმე დღეში ფშავ-ხევსურეთში ათენგენობა გაიმართება, ლუდის ხარშვის რიტუალი უკვე დაწყებულია. ტრადიციულად, აქ ლუდი ყოველი დღესასწაულის წინ იხარშება. ბარად ჩამოსახლებული მთელი ხევსურეთი ისევ უკან, ხევსურეთში ადის და ათენგენობას იზეიმებს (დაწესებულია III-IV სს. წამებული ბერძენი წმინდანის, ათინოგენე სებასტიელის პატივსაცემად). ამ დროს უხვად შეისმება განთქმული ხევსურული ლუდი. მთაში მოხარშულ ლუდს იქნებ მეტი ხნის ისტორიაც აქვს, ვიდრე აქ დაწესებულ დღესასწაულებს – ვინაიდან ვაზი მთაში ვერ ხარობდა, ლუდის ხარშვის ტრადიცია აქ, ალბათ, უხსოვარი დროიდან დამკვიდრდა, როცა ადამიანმა სასმლით ხასიათზე მოსვლა და ლხინი ისწავლა. უგონო თრობა კი ხევსურეთში ოდითგან სირცხვილი იყო და ახლაც ასეა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რომელი თხილეული ებრძვის სიმსუქნეს?
Öncəki yazı
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. ომი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.