Another advertisement
დღევანდელი საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და შოტლანდიას შორის ფრედ 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გატანილი ორივე გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მან ჩაკვეტაძის არაჩვეულებრივი საგოლე ჩაწოდებების შედეგად გაიტანა და დუბლი შეასრულა, მე-15 და 56-ე წუთებზე.
მაკტომილეის მიერ გატანილი გოლის შედეგად კი 48-ე წუთის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა და 1-1 გახდა, ხოლო სტუმართა გუნდმა მეორე გოლი, მწვრთნელის მიერ დამატებულ დროზე გაიტანა, შეცვლაზე შემოსულმა ლორენს შეინკლენდმა თავურით და ანგარიშიც გაათანაბრა.
თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, არაერთი ყვითელი ბარათის, ჯარიმის მრავალი საგოლე პასებისა და კარში დარტყმების ფონზე, ადგილი ჰქონდა მცირედ შეხლა შემოხლასაც. საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა.