საქართველო 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს საიუბილეო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში პარტნიორი ქვეყნების ფორმატში.
„ილია დარჩიაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამით უზრუნველყოფილია პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მონაწილეობა, შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეულია ვაშინგტონში გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-