Another advertisement
საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ამიტომ, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა“, – აღნიშნა ორბანმა.