This is a specific ad

საქართველოში, სუპერმარკეტებში ერთი კილოგრამი კარტოფილი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია –

49

Another advertisement

საქართველოში, სუპერმარკეტებში ერთი კილოგრამი კარტოფილი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია – ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აგვისტოს რეიტინგში წერია.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ეფუძნება 95 ქვეყნის მონაცემებს. ამ რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილს იკავებს, მეზობელი სომხეთი – 78-ე ადგილს, აზერბაიჯანი – მე-80 ადგილზეა, თურქეთი – 82-ე ადგილზე, რუსეთი კი 88-ე ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სუპერმარკეტებში მეზობელ ქვეყნებს შორის ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირია.

უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მიხედვით, ჩვენთან ერთი კილოგრამი კარტოფილის საშუალო ფასი სუპერმარკეტებში 0.71 დოლარი ღირს, სომხეთში – 0.69 დოლარი, აზერბაიჯანში – 0.62 დოლარი, თურქეთში – 0.59 დოლარი და რუსეთში – 0.49 დოლარი.

ამაზე რეიტინგის მიხედვით, ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში ღირს – 3.89 დოლარი, ყველაზე იაფი კი პაკისტანში – 0.34 დოლარი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bakı-Tbilisi-Ceyhan magistralı ilə nəql olunan neft 7 ayda azalıb
Öncəki yazı
İsrail atəşkəs razılaşması üzrə danışıqlarda iştirak edən heyətin tərkibini təsdiqləyib