This is a specific ad

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-სექტემბერში 3.7 პროცენტით გაიზარდა

49

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 779.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 992.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 205.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რეალობისგან შორს არის სომხეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოეწეროს ყველაფერზე, რაც შეთანხმებულია, ხოლო შეუთანხმებელი დებულებები შემდგომ ეტაპებზე გადავიდეს – ილჰამ ალიევი
Öncəki yazı
„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ…“ – სანიოლის პირველი კომენტარი ალბანეთთან მარცხის შემდეგ