This is a specific ad

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება ბოლო წლების მაქსიმუმზეა

56

Another advertisement

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება ბოლო წლების მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება იზრდება. წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ 42 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი აწარმოა, რაც 28%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის 9 თვეში, საქართველოში წარმოებული ამ პროდუქტის მოცულობა 30 ათას ტონას მცირედით აჭარბებდა. წინა წლების მაჩვენებლებიც ნავთობპროდუქტების წარმოების განუხრელ ზრდას აჩვენებს. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მაგალითად 18 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი აწარმოეს საქართველოში, მომდევნო წელს 23 ათას ტონამდე გაზარდეს, 2021-ში კი წარმოებამ თითქმის 30 ათას ტონას მიაღწია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში ქვეყნიდან დაახლოებით 15,5 მლნ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 მილიონ 831 ათასი დოლარის ღირებულების. საქსტატის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი საქართველოდან გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა
Öncəki yazı
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება – ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, „ჰამასის“ 70-ზე მეტი წევრი დააკავეს