This is a specific ad

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

61

Another advertisement

4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე, დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ონთან 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში სოფელ ირში მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა რაჭაში, იმერეთის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილშიც.

ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ვებსაიტზე, მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოში მომხდარ მიწისძვრაზე. მასში აღნიშნული იყო, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა და ეპიცენტრი ონიდან 12 კილომეტრში იყო. ოდნავ მოგვიანებით კი დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა.

ინფორმაცია ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan rəsmilərinə, o cümlədən İvanişviliyə qarşı sanksiya layihəsi Estoniya parlamentinə təqdim edilib
Öncəki yazı
ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი – 2024“ საზეიმოდ გაიხსნა